სამეგრელოს რეგიონში ტობავარჩხილის ტბების დასალაშქრად წასული ჩეხი ტურისტი სტანისლავ კოსკისი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გვერდმა Trekking in the Caucasus გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
არსებული ცნობების მიხედვით, კოსკისი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კურორტ სქურიდან ტობავარჩხილის ტბების მონახულებას და შემდეგ სვანეთში, ხაიშში გადასვლას გეგმავდა. მოლაშქრე ბოლოს 28 სექტემბერს, კირნახონას საბანაკეზე ნახეს.
„იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეწვია ტობავარჩხილის ტბების მიდამოებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც ამ პერიოდში იყო) და შეხვდა მას - ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის ან მოგზაურობის გეგმების შესახებ, რაც მისი ადგილსამყოფლის დადგენაში დაგვეხმარება, ძალიან სასარგებლო იქნება“, - ნათქვამია Trekking in the Caucasus-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გვერდის ადმინისტრატორმა „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ დაკარგულის შესახებ გუშინ, 10 ოქტომბერს შეიტყვეს და ჩეხეთის საელჩოს დაუკავშირდნენ, საელჩომ კი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
ტობავარჩხილის ტბების მარშრუტი საქართველოში ურთულეს სალაშქრო ბილიკებს შორის პირველია. მარშრუტი რამდენიმე ტბას და უღელტეხილის გადის. დიდი ტობადან ხაიშამდე ლაკუმურაშ ტობა მდებაროებს - 12 კილომეტრი სიგრძის ვიწრო ბილიკი, ციცაბო ფერდობს მიუყვება.
