წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ 12 ოქტომბერს მისი ავტომობილი განზრახ დაწვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნით დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანიდან 3,5 მეტრ მანძილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში, ასფალტის ზედაპირზე, საიდანაც შემდეგ ცეცხლი გავრცელდა ავტომანქანის მიმართულებით და გამოიწვია აალება ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან, წინა ფრთასთან, ძრავის განყოფილების სახურავთან. ეს გახლავთ ხელოვნურად, ადამიანის მიერ გაჩენილი ხანძარი.
ჩემი სახლიდან პოლიციამდე 200 მეტრია. გამოძიება ძალიან მარტივია - ღამის ოთხ საათზე წალენჯიხაში სამი-ოთხი ავტომობილი და თითო-ოროლა ადამიანი მოძრაობს, კამერებით აღჭურვილია ყველაფერი.
ეს საქმე თაროზე შემოიდება, როგორც ბევრი ოპოზიციონერის მიმართ ზეწოლის საქმეები“, - ამბობს გიორგი ხარჩილავა, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერი მერია საქართველოს მუნიციპალიტეტებში.
იგი მის მიმართ პირად შურისძიებას გამორიცხავს და მანქანის დაწვას პოლიტიკურ შეკვეთად მიიჩნევს: „ეს გახლავთ გზავნილი ერთადერთი ოპოზიციონერი მერის და მისი გუნდის მიმართ. ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, ვიდრე ცვლილებებს არ მოვიტანთ საქართველოში“, - განაცხადა ხარჩილავამ.
წალენჯიხის მერის პირადი ავტომობილი, მისივე საცხოვრებელი სახლის წინ, 12 ოქტომბერს, ღამით დაიწვა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით სამიდან ხუთ წამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მომხდარიდან თითქმის ორი თვე გავიდა და საქმე გამოძიებული არ არის.
