დღეს, დილით, დაახლოებით 03:30 საათისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას პირადი ავტომობილი დაიწვა. მერს მანქანა საკუთარი სახლის წინ ჰქონდა გაჩერებული. ხარჩილავა მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ის ერთადერთი ოპოზიციონერი მერია საქართველოში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„დილის ოთხის ნახევარზე რაღაცის გასკდომის ხმა გავიგეთ და რომ გამოვედი, ცეცხლწაკიდებული მანქანა დამხვდა.
ასფალტზე არის დამწვარი ბენზინის, მანქანისკენ მიმავალი ცეცხლის კვალი, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს განზრახ, ხელით გააკეთეს. მანქანა 100%-ით გამართული იყო. შესაძლოა, ეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს, რადგან მე არ ვარ ხელისუფლების მორჩილი მერი.
ეს ერთგვარი სიგნალი და გაფრთხილება იყო“, - განუცხადა ხარჩილავამ „საქართველოს ამბებს“.
გიორგი ხარჩილავა პოლიციამ უკვე გამოკითხა. დამწვარი ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადატანილი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გიორგი ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერად 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.
