ერდოღანის თქმით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თურქეთის დაზვერვამ სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიში გაანეიტრალა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს პიროვნება განეიტრალებული იქნა გუშინ, თურქეთის ეროვნული დაზვერვის ოპერაციის შედეგად“, - თქვა ერდოღანმა 30 აპრილს, თურქულ მედიასთან ინტერვიუს დროს და აღნიშნა, რომ ალ-ყურეიშს დაზვერვა დიდი ხნის განმავლობაში დასდევდა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ტერორისტულ ორგანიზაციებთან რაიმე გამონაკლისის გარეშე“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

აბუ ჰუსეინ ალ-ყურეიში ტერორისტული ორგანიზაციის ლიდრად 2022 წლის ნოემბერში აირჩიეს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი აბუ ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურეიში სამხრეთ სირიაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ (ISIS/Daesh), აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეთაურობით, სირიისა და ერაყის უზარმაზარ ტერიტორიებზე, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობდა, კონტროლი 2014 წელს დაამყარა და ისლამური ხალიფატი გამოაცხადა. ტერორისტულ ორგანიზაციას ათასობით ადამიანი შეუერთდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდანაც. ISIS-მა თავისი გავლენა აშშ-ის მხარდაჭერილი ძალების, ასევე ირანის, რუსეთისა და სხვადასხვა შეიარაღებული ფორმირებების მიერ მხარდჭერილი სირიის ძალების მიერ ჩატარებული კამპანიების შემდეგ დაკარა. ალ-ბაღდადი 2019 წელს, აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

თურქეთმა „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტულ ორგანიზაციად 2013 წელს გამოაცხადა. სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ, ტერორიტულმა ჯგუფებმა ქვეყანაში არაერთი ტერაქტი მოაწყვეს, რის შედეგადაც 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაშავდა. საპასუხოდ, თურქეთმა ანტიტერორისტული ოპერაციები განახორციელა როგორც თავის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ტერიტორიების დიდი ნაწილის დაკარგვის მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სირიაში და სხვაგან თავდასხმებს მაინც ახორციელებენ. 

 

ამ თემაზე:

სუს-ის ცნობით, დაკავებულია „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).