საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.
„ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ, საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს, ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების შემდეგ, ბოლო ერთ თვეში, ეროვნულმა ბანკმა სულ 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა: 16 მაისს - 60 მილიონი, 28 მაისს - 48.7 მილიონი, 11 ივნისს - 60 მილიონი. ამის მიუხედავად, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. თუ 11 მაისს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6755 ლარი იყო, ხოლო ევროსი - 2.8837, დღეს, ოფიციალური კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.8490 კარი ღირს, 1 ევრო კი 3.0584 ლარი.
