„ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30 მილიონი ევროს დახმარების გაყინვის შესახებ. ქადაგიშვილის თქმით, ეს თანხა არაფერს წყვეტს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ერთი რამ არის ხინჯის მატარებელი - როდესაც იმ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ევროკავშირის მისია რომ იშლებოდა, ჩავარდნის პირას იყო და სირცხვილი უნდა ეჭამა ევროკავშირს, საქართველო, არა ევროკავშირის ქვეყანა, დაუდგა ევროკავშირს გვერდზე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეს მისია არ ჩაშალა ჩვენმა მონაწილეობამ.
ეს 30 მილიონი არაფერს არ წყვეტს და ეს პირდაპირ ჩვენს ჯარს არც შეიარაღებაში ხმარდებოდა, რეალურად რომ ვილაპარაკოთ.
ამას წაართმევ ჯარს, ანუ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და აძლევ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც არ შეიძლება გამჭვირვალე ჰქონდეთ თავიანთი საქმიანობა და ბიუჯეტი, მეტყველებს ორმაგ სტანდარტზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს მხადაჭერა შეაჩერა, ხოლო „სიტუაციის გაუარესების“ შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებაც განიხილება. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობებისადმი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა ყოველთვის ათჯერ მეტი იყო სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, თუმცა, რუსული კანონის მიღების შემდეგ ეს შეიცვლება.
ევროპული სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერა მზარდი იყო - საქართველოს თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად 2021 წლის დეკემბერში 12.75 მილიონი დამტკიცდა, 2022 წელს - 20 მილიონი, ხოლო 2023 წელს - 30 მილიონი ევრო. გასულ წელს გამოყოფილი თანხით საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება, მომსახურება და საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მომზადება დაფინანსდა. არალეტალურ აღჭურვილობაში იგულისხმება საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთავდაცვით აღჭურვილობა.
30 მილიონი ევროს გაყინვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 9 ივლისს გამოეხმაურა. ევროკავშირის ელჩის საპასუხოდ მან Facebook-ზე დაწერა, რომ 2014 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამხედრო მისიაში 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის დახმარების შეჩერება მმართველი პარტიის „უგუნურ და მტრულ პოლიტიკაზე“ პასუხად შეაფასა.
