უმრავლესობის ლიდერის და რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორის, მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა მას შეკვეთით დაარტყა. მისივე განცხადებით, ელისაშვილი ამას ცხოვრებაში ვერ გაუბედავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
„ამას საკადრისი პასუხი გაეცემა. მე ახლა მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით. ეს უნდა დამთავრდეს და საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ეს აი, ამ ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ეს ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ მიმართ აგერ ვხედავთ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები?! ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ არაპატრიოტები და მართლა რუსული ინტერესების გამტარები?! შევაკვდებით პირველ რიგში ჩვენ, მე პირადად შევაკვდები...
ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა რომ სხდომა ჩაეშალა. არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ ავებანძებინე, ბოდიში ჟარგონისთვის. ალეკო ელისაშვილმა და მასსავით წუმპედან ამოვარდნილმა ხალხმა რა... თუ ჩხუბი უნდა მოვიდეს, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალიკო ელისაშვილის, ძალით კაცის, შესრულებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონს განხილვის დროს, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს დაარტყა. ფიზიკური დაპირისპირების გამო, კანონპროექტის განხილვა რამდენიმე წუთით შეჩერდა.
„რუსეთში მიგვათრევენ, ხალხო. სამი საათი ბლუკუნებდნენ, უბრალოდ შუბლის ძარღვი გაიწყიტა მდინარაძემ. ამოვიდა ყელში და მივეცი ერთი სახეში იმ რუსის აგენტს, მდინარაძეს. მთელი ცხოვრება მეზიზღება მექრთამეები და რუსის მხარდამჭერები. გამიგდეს მერე, სულ თავში მირტყეს“, - განაცხადა ელისაშვილმა და მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
რუსული კანონის გამო ელისაშვილი და მდინარაძე ერთმანეთს 3 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც დაუპირისპირდნენ.
