პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონს განიხილავდნენ, „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს და კანონის ერთ-ერთ ავტორს, მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
ელისაშვილმა ტრიბუნასთან მდგომ მდინარაძეს მუშტი თავში დაარტყა. „შენი რუსი...“ - ისმის ვიდეოჩანაწერში ოპოზიციონერი დეპუტატის სიტყვები.
პარლამენტის წევრებს შორის დაპირისპირების გამო, კომიტეტის სხდომა რამდენიმე წუთი შეწყვეტილი იყო.
„გაილახა მდინარაძე ხოშიანად. ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს. უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით. ეს კანონი ტ...ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები და არ ვართ მონები. ხომ ნახეთ. ეს მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ „სიფათში“. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც საქართველო გიყვართ გარეთ გამოდით, რა მნიშვნელობა აქვს „ნაცი“, „ქოცი“, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი და არ უნდა შევიდეს ეს კანონი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა ინციდენტის შემდეგ.
განხილვის განახლების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს კოლეგის „უღირს საქციელზე“ კომენტარის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„ასევე, უფლებადამცველებმა, აქ უფლებებს რომ იცავთ, მიეცით შეფასება იმას, რაც ამ ადამიანმა იკადრა. ნებისმიერი პროვოკაცია იქნება უკიდურესად და უმკაცრესად პასუხგაცემული“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
დღეს, 15 აპრილს, მმართველმა პარტიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის განხილვა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აეკრძალათ ონლაინ მედიასაშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. სხდომის დაწყებამდე, საპარლამენტო ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა.
