ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნები (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 16 დეკემბერს არის დაგეგმილი, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების საკითხს დააყენებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში წუხილს გამოთქვამენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, არ განაგრძოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. მათი თქმით, ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.
„ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები საქართველოს საგარეო და შიდა არასტაბილურობის წინაშე აყენებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.
ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ასევე ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების მიზანში ამოღებას. ჩვენ ვგმობთ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისების ჩხრეკას, პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას და მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. ძირითადი უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განიმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსი იყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა ჩვენი ურთიერთობების გაუარესება საქართველოსთან.
ჩვენ ამ საკითხს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მომავალ სხდომაზე დავაყენებთ, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები ევროკავშირის დონეზე და ასევე, განვიხილავთ „ქართული ოცნების“ ქმედებების გავლენას ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია ვაიმარის სამკუთხედის განცხადებაში.
არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე. როგორც კობახიძემ განაცხადა, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილი მოლაპარაკებების გახსნის თემით საქართველოს აშანტაჟებს - საქართველოს სთხოვენ „მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს“. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას თბილისსა და რეგიონებში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ცხრა დღეა გრძელდება.