გაფიცვის 24-ე დღეს, ონლაინკაზინო „ევოლუშენ საქართველომ“ განაცხადა, თუ არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული გახდება, შრომითი ხელშეკრულებები შეწყვიტოს, რათა შეზღუდოს წარმომადგენლობა საქართველოში. გაფიცულები მიიჩნევენ, რომ კომპანია პროტესტის შესაჩერებლად თანამშრომლების ერთმანეთთან დაპირისპირებას და მათ შეშინებას ცდილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ევოლუშენის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1-ელი აგვისტოდან პროფკავშირმა მოახდინა კომპანიის შენობების შესასვლელების ბლოკირება და ათასობით დასაქმებულს წაართვა სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა, რის გამოც კომპანიის გამართულად ოპერირება არ არის შესაძლებელი.
„თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში.
ჩვენ 6 წლის განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტიციას საქართველოში, ვთავაზობდით პირველი სამსახურის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გამოცდილების გარეშე. თუმცა, ამჟამად მდგომარეობა სამწუხარო რეალობისკენ შეიცვალა, რაც გავლენას იქონიებს როგორც კომპანიაზე, ასევე, „ევოლუშენის“ იმ ათასობით მოქმედ თანამშრომელზე, რომელსაც სურს მუშაობის გაგრძელება კომპანიაში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
პროფკავშირ „ლაბორის“ შეფასებით, კომპანია „საქმიანობის შეჩერებას“ დასაქმებულთა გასაღიზიანებლად და გაფიცვის ორგანიზატორების მიმართ აგრესიის ორგანიზებისთვის იყენებს.
„მენეჯმენტი მანიპულაციური გზებით აორგანიზებს კომპანიის მენეჯმენტის მიმართ კეთილგანწყობილ დასაქმებულებს გაფიცულთა წინააღმდეგ. მათი დიდი ნაწილი გაფიცვის პერიოდში მუშაობდა გაფიცვის შესასუტებლად და პროტესტის დისკრედიტაციისთვის.
ჩვენი ინფორმაციით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯმენტი ქმნის ე.წ. „ზონდერ ჯგუფებს“ რომლებიც დაუპირისპირდებიან გაფიცულებს, მათ შორის ფიზიკურად, რამაც საზოგადოებაში უნდა შექმნას განცდა, რომ გაფიცულ დასაქმებულებს დაუპირისპირდნენ სკუთარი კოლეგები“, - აცხადებს პროფკავშირი.
„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისიდან გაიფიცა. ისინი ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას და სამსახურიდან იმ მენეჯერების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც თანამშრომლების მიმართ ბულინგსა და დაცივნაში იქნენ მხილებულნი. გაფიცვას წინ უძღოდა მენეჯერების მიმოწერის ე.წ. სქრინშოთების გასაჯაროება, საიდანაც ჩანს, რომ ისინი თანამშრომლებს დასცინოდნენ, მათ შორის, კანის ფერის გამო და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ. „ევოლუშენმა“ კანონიერად გაფიცულ თანამშრომლებს, რომელთა შორის ორსულები და ონკოპაციენტებიც არიან, ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუზღუდა.
საქართველოს სახალხო დამცველმა კომპანიის ხელმძღვანელობას მოუწოდა, აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებთან და მათ წარმომადგენლებთან, ასევე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად, რათა დროულად მოხდეს დასაქმებულთა შრომის ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისებზე წვდომის აღდგენა.
