ევროპარლამენტი სააკაშვილის გათავისუფლებას და ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროპარლამენტმა 577 წევრის მხარდაჭერით რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მიმართავს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი. ივანიშვილი რეზოლუციაში ოლიგარქად არის მოხსენიებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

15 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

„ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაში მუდმივი მარცხი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის პერსპექტივას“, - ევროპარლამენტარები რეზოლუციაში აღნიშნავენ მიღებულ ცნობებს მიხეილ სააკაშვილის წონის დრამატული კლების შესახებ და გამოთქმულ ვარაუდებს, რომ შესაძლოა, ის პატიმრობისას მძიმე მეტალებით ყოფილიყო მოწამლული. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს სააკაშვილი საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით.

რეზოლუცია ხაზს უსვამს ფუნდამენტურ როლს, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობაში, „როგორც პირადი ვენდეტის ნაწილს“. ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას ევროპის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს სააკაშვილი, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციასაც დაასრულებს - „როგორ ხდება პატიმარი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მოპყრობა, ლაკმუსის ტესტია საქართველოს მთავრობის ერთგულებისთვის ევროპული ფასეულობებისა და მისი დეკლარირებული ევროპული მისწრაფებებისადმი, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი. საქართველო უნდა ფოკუსირდეს ევროპული რეფორმების წარმატებაზე და ეს საკითხი პილიტიკური სცენის ცენტრში უნდა დაბრუნდეს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ასეთი რეზოლუციების მიღების მიზანი საქართველოში არეულობის შემოტანაა.

„რა სჭირს ევროპარლამენტს, არ ვიცი. ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ევროკავშირის ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც ამ ინსტიტუტს, ევროპარლამენტს აქვს.

ასეთი გადაწყვეტილება შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო. მაშინ გადაიცემოდა ხოლმე საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა დღეს და იგივე მოხდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში. პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს არის კატასტროფა“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას გამორიცხავს და მიაჩნია, რომ რეზოლუციის ჩანაწერებს არ გაიზიარებენ ევროკომისია და ევროპული საბჭო.

რეზოლუციის კონსოლიდირებულ ტექსტს მხარი არ დაუჭირა 33-მა პარლამენტარმა, 26-მა კი თავი შეიკავა. ივანიშვილის სანქცირების შესახებ ჩანაწერს, რომელიც რეზოლუციას ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით დაემატა, ხმა პარლამენტის 362-მა წევრმა მისცა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).