რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. დღეს გამართულ კენჭისყრაში მეცოლამ ახალარჩეული დეპუტატების 562 ხმა მიიღო, ხოლო მის კონკურენტს, ირენე მონტეროს 61 ხმა ერგო. კენჭისყრაში 720-წევრიანი პარლამენტის 623 დეპუტატი მონაწილეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მომდევნო ორწელიწადნახევარი იმუშავებს.
„თქვენი მხარდაჭერით მე გავაგრძელებ დაუღალავად მუშაობას ხალხის გაერთიანებისთვის. ეს უნდა იყოს სახლი, რომელსაც არ უნდა ეშინოდეს ხელმძღვანელობისა და ცვლილების. ეს უნდა იყოს ძლიერი პარლამენტი ძლიერ კავშირში. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენი, როგორც პარლამენტარების როლი შემცირებული იყოს“, - თქვა მეცოლამ კენჭისყრის წინ.
45 წლის მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა, რომელიც ევროპარლამენტში პირვლად 2013 წელს აირჩიეს, ევროპარლამენტის წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის წევრია. 2022 წლის იანვარში ის გახდა პირველი ქალი ბოლო 20 წლის განმავლობაში, ვინც ევროპარლამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
