ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭოს მზად არის დახმარებისთვის“, - წერს პეიჩინოვიჩ-ბურიჩი X-ზე.
აქამდე, „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისიწინა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შეშფოთება და მოწოდება, რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით ვენეციის კომისიის დასკვნის განხილვის შემდეგ მიეღო.
ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა მოამზადა და 21 მაისს გამოაქვეყნა. 24-გვერდიანი დოკუმენტი სრულდება საქართველოს ხელისუფლებისადმი კატეგორიული რჩევით, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობებში მონაწილეობის უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით.
„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს. მმართველი პარტიის პოზიციით, რომელიც ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა წაიკითხა, დასკვნა მიკერძოებულია.
„ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ, პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას“, - განაცხადა ქურასბედიანმა.
უფრო მეტიც, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიას დასკვნა „დააწერინეს“ და ეს „პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა“.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს.
ფაქტობრივად არ დარჩა საქართველოს პარტნიორი ქვეყნა და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის უკან გაწვევისკენ არ მოუწოდა.
