პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებული პირია და „სპეკულაციის საფუძველი“ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მისი პარტნიორის, დავით ხიდაშელის მუშაობასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
პრემიერის თქმით, ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია.
„რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან.
აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი იყოს. ევტუშენკოვი პირდაპირ არის დაახლოებული ბაიდენის ოჯახთან. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის, ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად, აქ სპეკულაციები მემგონი ზედმეტია.
მე არ ვიცი, პრორუსი იყო, თუ რა იყო [დავით ხიდაშელი], მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ადამიანი არის დაკავშირებული ევტუშენკოვთან, რომელიც არის ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებული კაცი. თავდაცვის მინისტრმა ვერ დაინახა იმის საჭიროება, რომ მას გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა სამინისტროსთან“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
რუსი ოლიგარქის პარტნიორი დავით ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე იყო გაფორმებული. 2022 წლის აპრილში, საქართველოს ხელისუფლე
„სისტემა“ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი მსხვილი კონგლომერატია. მის შემადგენლობაში შედის კომპანია „კრონდშადტი“, რომელიც 2021 წლიდან სამხედრო დრონებს აწარმოებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ემსახურება. „სისტემის“ მფლობელი მილიარდერი ბიზნესმენი, პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი ვლადიმერ ევტუშენკოვია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოლიგარქი დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, უკრაინამ და ახალმა ზელანდიამ დაასანქცირეს. 2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ „სისტემა“ დაასანქცირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ამასთან, თავად ვლადიმერ ევტუშენკოვი ამ დრომდე არ არის აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუს მილიარდერებს შორის.
New York Post-მა ერთი თვის წინ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვს ისევ არ შეეხო ფინანსური სანქციები, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 500-ზე მეტ პირსა და კომპანიას დაუწესა რუსი ოპოზიციონერის და კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილისა და უკრაინაში ომის საპასუხოდ. New York Post-ი წერს, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვს სავარაუდოდ, ჯო ბაიდენის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან აქვს კავშირები და მას 2012 წლის მარტში, ნიუ-იორკში შეხვდა, ხოლო 2013 წლის იანვარში - ვაშინგტონში.