Freedom House-ი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ რუსულ კანონს ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე ან დასკვნის გამოყენებამდე მიიღებენ. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნიკოლ ბიბინს სედაკას განცხადებაშია ნათქვამი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
ორგანიზაცია მხარს უჭერს ქართველ ხალხს და ეურთდება მათ „განგაშს“, რომელიც გამოწვეულია მთავრობის მეორე მცდელობით, მიიღოს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი.
„მიღების შემთხვევაში, ეს კანონი მოახდენს ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზებას, ხელისუფლებას მისცემს ახალ ინსტრუმენტს, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაჯარიმებას ან სხვაგვარად დასჯას, რომელთა მუშაობასაც არ ეთანხმება.
ეს კანონი დააახლოებს საქართველოს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიცაა რუსეთსა და ყირგიზეთში - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემატურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძალისხმევას.
ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი“, - აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
Freedom House-ი ასევე გმობს მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების გამოყენებასა და მასობრივ დაპატიმრებებს.
„ჩვენ ასევე ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გამოყენებული მუქარითა და თავდასხმებით. ეს რეპრესია მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრობის მსურველ სახელმწიფოში.
ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს კოორდინირებული ქმედებისკენ, რათა შეწყდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესია. ამ მთავრობებმა დაჟინებით უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასოს შემოთავაზებული კანონპროექტი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.
„ქართული ოცნების“ მაღალი რანგის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მანამ, სანამ მისი დასკვნა გამოქვეყნდება.
ეს არის კრიტიკული ეტაპი საქართველოს დემოკრატიის გზაზე. დემოკრატიული მთავრობები გვერდით უნდა დაუდგნენ ქართველ ხალხს და გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ახლანდელი ქმედებები დაუშვებელია და არ იქნება მიღებული“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხომაზე აპირებს მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცოს რუსული კანონი, რომლის წინააღმდეგაც ერთი თვეა მრავალათასიანი დემონსტრაციები მიმდინარეობს. მმართველ პარტიას ევროპის საბჭომაც მოუწოდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდონ. რუსულ კანონზე დასკვნის მოსამზადებლად ვენეციის კომისიას საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა. დასკვნა ჯერ არ არის გამოქვეყნებული.