ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა 6 წლის ბავშვი, რომელიც რამდენიმედღიანი ცხელების შემდეგ მშობლებმა სამკურნალოდ ოკუპირებული გალიდან გადმოიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ბავშვი თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. კლინიკური ხელმძღვანელის, სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს ცხელების, სუნთქვის გაძნელებისა და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი ჰქონდა.
„ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. გამოხატული იყო სუნთქვის და გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა რეანომობილით სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანა. რეანიმაციული ღონისძიებების მუხედავად, მიყვანიდან რამდენიმე საათში ბავშვი გარდაიცვალა“, - განაცხადა ექიმმა.
ცხედარი ოკუპირებულ გალში გადაასვენეს.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია A ტიპის (ქვეტიპი H1N1 - ე.წ. ღორის გრიპი) ვირუსი, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების თითქმის 1/3-ს შეადგენს. ვირუსისთვის დამახასიათებელია სურდო, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველა, კუნთების ტკივილი და ინტოქსიკაციის ნიშნები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის, გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებში არიან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო და უფასოა. ვაქცინაცია შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან, წინასწარი ჯავშნების გარეშე, პოლიკლინიკებში.
ვაქცინაცია ხორციელდება «Abbott Laboratories GmbH» (ნიდერლანდები) ოთხკომპონენტიანი ვაქცინით - ინფლუვაკი ტეტრა. ზოგიერთ სამედიცინო ცენტრში მსურველებს სთავაზობენ ფრანგულ ვაქცინასაც, რომლის ღირებულება 80 ლარია.