2023 წელს საქართველოში 7 072 220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6%-ით აღდგა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 30.3%-ია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურების ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. 554.5%-ით გაიზარდა ჩინეთიდან ვიზიტების რაოდენობა.
ოფიციალური მონაცემებით, ტოპ-15 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:
რუსეთი - 1 418 464 (30.5%-ით მეტი 2022 წლის მონაცემებზე)
თურქეთი - 1 396 660 (+50.9%)
სომხეთი - 962 540 (+29.6%)
ისრაელი - 217 065 (+3.3%)
აზერბაიჯანი - 199 835 (+30.6%)
ყაზახეთი - 167 492 (+39%)
უკრაინა - 146 931 (-13%)
ბელარუსი - 130 203 (+0.1%)
ირანი - 126 282 (+22.8%)
პოლონეთი - 91 210 (+117.6%)
ინდოეთი - 84 688 (+60.3%)
საუდის არაბეთი - 72 953 (-39.2%)
გერმანია - 68 824 (+41.8%)
უზბეკეთი - 52 088 (+8.6%)
ჩინეთი - 48 304 (+554.5%)
2023 წლის მეოთხე კვარტალში 1 013 891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93%-იანი აღდგენაა.
2023 წლის განმავლობაში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც, როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეკორდული მაჩვენებელია. 2023 წელს მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა.
