ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარმა სამხედრო მრჩეველმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში რუსეთის გავლენით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
20 მაისს, პენტაგონში, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, გენერალს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა ნატოს, გააკეთოს რაიმე, რათა დაეხმაროს საქართველოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენის გაფართოების ძალისხმევას.
„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით გავლენას, რომელიც რუსეთს საქართველოში აქვს. ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. გასულ კვირაში შევხვდი ჩემს კოლეგებს ნატოში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად როგორც ნატოს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ისე უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე ევროპაში“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, აისახება თუ არა რუსეთის გავლენა ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ან ნატოსკენ მიმავალ გზაზე, გენერალ ბრაუნის თქმით, ის არ მონაწილეობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. „მაგრამ ჩემი, როგორც სამხედრო მოსამსახურის აზრით, ეს არის სხვადასხვა ქვეყნის, ისევე როგორც, ამ ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა გენერალმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში არაერთხელ განაცხადეს, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს.
