„ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ჩვენი პოზიციის გამეორება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ გვჯერა, კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს დააყენებს სახიფათო ტრაექტორიაზე. ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ჩვენ გავაგრძელებთ ამის ახსნას და ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ რაიმე ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინააღმდეგ, მეთიუ მილერმა თქვა, რომ წინასწარ რაიმეს გამოცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრაქტიკა არ არის. „მე უბრალოდ არ ვაპირებ სანქციების შესახებ რაიმე განცხადების გაკეთებას, იქნება ეს დაკავშირებული იმასთან, რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ იმიასთან, რას განვიხილავთ“, - აღნიშნა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ასევე ჰკითხეს, რატომ არის აშშ-სთვის ნორმალური ჰქონდეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ და არა საქართველოსთვის, რუსეთისთვის, რაზეც მეთიუ მილერმა უპასუხა:
„განსხვავება მდგომარეობს ამ კანონების ბუნებაში. თუ ნახავთ შეერთებული შტატების უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA), ის ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მოქმედებენ უცხოური მთავრობის სახელით და არა იმ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმეს, რომლებიც ასრულებენ ჰუმანიტარულ სამუშაოს, რომლებიც ეწევიან სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. წარსულში მინახავს ეს ცრუ გათანაბრებები. საქართველოში წარდგენილი და კრემლის გავლენით სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული წინადადებების ტექსტები ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან რაც აქ, შეერთებულ შტატებში გვაქვს“.
„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი პარლამენტიდან არ გაიწვია და ის ორი მოსმენით უკვე მიიღო.
