საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და მეორე ტურში წარმატება უსურვა.
„პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თურქეთში 14 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელსაც მესამე ვადით სურს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება, ამომრჩეველთა ხმების 49.51% მიიღო და პირველვე ტურში გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. მოქმედი პრეზიდენტის კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიცისს კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელსაც პირველ ტურში ხმა ამომრჩეველთა 44.88%-მა მისცა.
საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისტეტის წინასწარი შედეგების მიხედვით, „რესპუბლიკურმა ალიანსმა“, რომელსაც სათავეში ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ უდგას, ხმების 49% მიიღო, რაც დაახლოებით 322 მანდატია 600-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში. მეორე ადგილზე გადის ქილიჩდაროღლუს „სახალხო რესპუბლიკურ პარტიის“ ირგვლივ გაერთიანებული „სახალხო ალიანსი“, რომელსაც ხმათა 35% აქვს და დაახლოებით 212 მანდატს მიიღებს.
საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთის ოპოზიციამ მოიგო.
