სასამართლომ 2 თებერვალს, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ მაგისტრალის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია
პროკურატურა რვავე ბრალდებულის მიმართ 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის ეს შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს და ალექსანდრე გოგოლაძის შემთხვევაში, ნიკოლოზ ქუმსიშვილს - 4000, ვასილ ელიავას და ნიკოლოზ კუტუბიძეს კი 3500-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ბრალდებულები საპატიმროს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
„ამ აბსურდულ ბრალდებაზე აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო და ნორმალურ შემთხვევაში, დანაშაულის არარსებობის გამო, საქმე უნდა შეწყვეტილიყო. თუმცა, მოსამართლემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც პროკურორებმა მოითხოვეს და ეს ჩვენთვის გასაკვირი არ არის“, - განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“, 31 დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათი უმრავლესობა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებდა. ერთ-ერთ დაკავებულს, მამუკა დიასამიძეს სახეში წიხლი სპეცრაზმის უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ ჩაარტყა.
დაკავების 48-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, გიგი უგულავას, ირაკლი წიგნაძეს, ირაკლი ტაბატაძეს, ნიკოლოზ კუტიბიძეს, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ ქუმსიშვილს, ალექსანდრე გოგოლაძესა და დიმიტრი ბიძინაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარუდგინეს. დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პოლიციის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები - როგორიც თბილისის შემოსასვლელი/გასასვლელია - სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას „თბილისი მოლთან“ აქციის გამართვამდე ორი დღით ადრე დაამატა.
