ბათუმში, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეზე, გიორგი გახარიაზე ჯგუფურ თავდასხმასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
ოპოზიციური პარტიის ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს გვიან ღამით, დაახლოებით, 02:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ სცემეს. „საქართველოს ამბების“ ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. მანამდე მათი თავდასხმის სამიზნე გახდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამშრომელი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.
გიორგი გახარია, რომელიც თავდასხმის დროს მარტო იყო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მორიგე ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ. დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. დანარჩენი მოგვიანებით“, - წერს გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ში.
პოლიცია სასტუმრო „შერატონში“ დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით მივიდა. „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, რითაც შსს-ს თანამშრომლების მხრიდან მტკიცებულებების განადგურება იკვეთება.
