გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განცხადების გაკეთებას ითხოვდნენ, „ქვეყნის მოღალატეები“ და „ფულზე გაყიდულები“ უწოდა, შემდეგ კი დაცვის თანამშრომლებს მათი დარბაზიდან გაყვანა უბრძანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 3 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 4 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 5 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 6 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
„ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის. ყიდიან საქართველოს, ყიდიან! ... რას ვგულისხმობ და ევროკავშირთან დღეს ვინც არის, იმ რეზოლუციას ვინც მხარს უჭერს, არის საქართველოს მოღალატე. თქვენ გძინავთ? შეხედეთ რა ხდება ევროპაში! რა უყვეს უკრაინას.... გაიღვიძეთ...
ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. რა წაიღო? უამრავი რაღაცა. აი, თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს ებრძვიან“, - უთხრა რაზმაძემ ჟურნალისტებს.
გორელი სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც, მათივე თქმით, დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ გორი ევროკავშირისგან პირდაპირ დაფინანსებას არ იღებს.
„რას ნიშნავს არ იღებს, როცა შემიძლია გავიყვანო და ვანახო უამრავი გარემონტებული სკოლა; ვაჩვენო კოტეჯები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით აუშენდათ დევნილებს, დღეს თავშესაფარი აქვთ და კვეკვესკირივით თავის მოკვლა არ უწევთ. ეს დევნილები ევროკავშირმა დააბინავა“, - თქვა თეონა ბზიშვილმა.

ევროპარლამენტმა გუშინ, 13 თებერვალს, საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ის უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე და ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას განიხილავს. ამასთან, ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ პერსონალური სანქციები დაუწესოს საქართველოს იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე.
„ქართული ოცნების“ შეფასებით, რეზოლუცია, რომელიც 400 ხმით 63-ის წინააღმდეგ მიიღეს, „საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული“. ამასთან, პარტიის პოლიტსაბჭოში განაცხადეს, რომ ევროპარლამენტს სერიოზულად არ აღიქვამენ.
