ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ის უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მმართველი ელიტის მიმართ ბოიკოტს შეუერთდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 5 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 6 საია: დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა
რეზოლუციას მხარი 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 63-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 81-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რა წერია რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ევროპარლამენტი 13 თებერვალს უყრის კენჭს
ევროპარლამენტარები საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას მოუწოდებენ, სწორედ ზურაბიშვილი მიიწვიოს ქვეყნის წარმომადგენლად ევროპის საბჭოსა და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ შეხვედრებზე.
ევროპარლამენტარები ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ პერსონალური სანქციები დაუწესოს საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე.
ასეთ პირებად დასახელებულები არიან - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თბილისის მერი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
ამასთან, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქნქციების ქვეშ უნდა მოხვდნენ შემდეგი (სია არასრულია) პირები:
- მოსამართლეები (ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ჩათვლით, რომლებიც იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს;
- სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი);
- ბიზნესმენები, რომლებიც ჩუმად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმს („ჯორიჯიან ეარვეისის“ მფლობელი თამაზ გაიაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე („რიჟა“), ილია წულაია, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე);
- რეჟიმთან დაკავშირებული მედიასაშუალებების წარმომადგენლები დეზინფორმაციისგავრცელებაში მათი როლისთვის და საჯარო დისკურსის მანიპულირების მცდელობისთვის (ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე);
- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა;
- აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
რეზოლუცია იმეორებს, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც, ევროპარლამენტარების აზრით, მომდევნო რამდენიმე თვეში, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოს პირობებში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით უნდა ჩატარდეს.
ევროპარლამენტი მოითხოვს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განაცხადა, რომ რეზოლუცია „საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ“ არის მიმართული. „ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ამ შემთხვევაშიც იმეორებს „დიფ სთეითის“ გავლენის შესახებ კონსპირაციას.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)