გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ყოფილმა პოლიციელმა ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. მკვლელობის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მუშაობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ქალი დაჭრეს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაშიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქართველოს ამბებს“ უთხრეს, რომ ლამისყანაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხილით დაიწყო. დაკავებულია ქალის ოჯახის წევრი.
2022 წელს საქართველოში 21 ქალი მოკლეს, მკვლელობის მცდელობა კი 19 ქალზე ჰქონდათ.
2021 წელს - ქალის მკვლელობის 22, ხოლო მკვლელობის მცდელობის 31 ფაქტია რეგისტრირებული.
2020 წელს - 24 ქალი მოკლეს. რეგისტრირებულია ქალის მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტი.
2019 წელს - ქალის მკვლელობის 19 და მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტია რეგისტრირებული.
ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები კლავენ.
გენდერის, ასევე ოჯახური ნიშნით ჩადენილი ქალის განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
2014-2022 წლებში ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა, ოჯახური ნიშნით - 92 ქალის მკვლელობა, ხოლო სხვა მოტივით - 94 ქალის მკვლელობა. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის, ოჯახური ნიშნით - 79 ქალის მკვლელობის მცდელობა, ხოლო სხვა მოტივით - 50 ქალის მკვლელობის მცდელობა.
