სამხედრო მოსამსახურის, 41 წლის ირაკლი აფრიამაშვილის თვითმკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი - გარდაცვლილის თანამშრომლები დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებათ ბრალად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებით დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცნობილი გახდა მათი თანამშრომლის პირადი მიმოწერის შესახებ ბრალდებულების მეგობრის მეუღლესთან, რის გამოც თანამშრომელზე შურისძიება და მისი დასჯა გადაწყვიტეს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 11 იანვარს, ბრალდებულებმა ირაკლი აფრიამაშვილს გორის რაიონის სოფელ ახალშენში, საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს, მას ჩადენილი საქციელის აღიარებას აიძულებდნენ და ამ ინფორმაციის გამჟღავნებით, ასევე, სამხედრო ნაწილში აღნიშნულზე არაფორმალური რეაგირებით ემუქრებოდნენ.
„სამივე ბრალდებულის მიერ მუქარისა და სასტიკი მოპყრობის გამო, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს“, - განაცხადეს პროკურატურაში.
სამხედროები 15 თებერვალს დააკავეს. პროკურატურა მათ დაპატიმრებას ითხოვს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ირაკლი აფრიამაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 12 იანვარს დაადასტურა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 1982 წელს დაბადებული, კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი დათხოვნაში იმყოფებოდა. ის გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
