საქართველოს, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც 582 527 ვიზიტი შედგა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 122.2%-ია. 577 632 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც 133.7%-ით, ანუ 330 483 ვიზიტორით, მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ მოდიან: სომხეთი - 397 116 საერთაშორისო ვიზიტორი, ისრაელი -106 530, აზერბაიჯანი - 85 777 და უკრაინა - 67 040.
წლევანდელი წლის იანვარ-ივნისში 161 881 შეადგინა ევროკავშირის ქვეყნებიდან და გაერთიანებული სამეფოდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66%-ია.
წელს საერთაშორისო ვიზიტორების უმეტესობა, 1 721 870 ადამიანი, საქართველოში სახმელეთო საზღვრით შემოვიდა, 786 148 კი საჰაერო.
სულ 2 860 117 საერთაშორისო ვიზიტიდან 1 930 483 ტურისტული ვიზიტი იყო, ხოლო 599 034 - ერთდღიანი ვიზიტი. 330 600 ვიზიტი სხვა, არატურისტულ ვიზიტად ჩაითვალა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების მხრივ, პანდემიამდე პერიოდის მონაცემები 74% აღდგა, ხოლო საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების მხრივ - 90.8%-ით.
