მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
გზავნილების 25.68% რუსეთის ფედერაციაზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში რუსეთიდან საქართველოში 67.64 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 74.73%-ით ნაკლებია. გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 267.6 მლნ დოლარი იყო. ამასთან, 2022 წლის იმავე თვეში, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა, რუსეთიდან საქართველოში 20.3 მლნ დოლარი გადმორიცხეს.
ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც 44.16 მლნ დოლარი შემოვიდა. იტალიის შემდეგ ყველაზე მეტი თანხა - 38 მლნ დოლარი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩარიცხეს. პირველ ათეულში ასევე შედიან საბერძნეთი ($18.47 მლნ), ისრაელი ($17.88 მლნ), გერმანია ($16.19 მლნ), ყაზახეთი ($9.38 მლნ), თურქეთი ($6.82 მლნ), ესპანეთი ($4.33 მლნ) და საფრანგეთი ($4.15 მლნ).
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან სულ 100.44 მლნ დოლარი ჩარიცხეს, რაც მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში 38%-ია.
იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.9 მლნ დოლარი გადაიგზავნა. ეს 1.5%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვრის (26.3 მლნ დოლარი) მაჩვენებელზე. ყველზე მეტი თანხა საქართველოდან თურქეთში ($5.4 მლნ), რუსეთში ($3.4 მლნ), აზერბაიჯანში ($2.7 მლნ), უკრაინასა ($1.8 მლნ) და აშშ-ში ($1.2 მლნ) გადარიცხეს.
