ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, იმუნოლოგი თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან გარდაცვლილის ახლობლებმა დაადასტურეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე 2020 წელს კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთო. პანდემიის დასაწყისში BBC-ი თენგიზ ცერცვაძეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მაშინდელ ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ადარებდა „სამი მუშკეტერს“, რომლებიც წარმატებით უმკლავდებოდნენ COVID-19-ს.
თენგიზ ცერცვაძე იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი. 2020 წელს, პანდემიასთან მებრძოლ რვა ექიმთან ერთად, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
