„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ინტერნეტში გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ფარული აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ჩანაწერში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
„ერთ-ერთი, რაც მითხრა, გეტყვი რა. შენ თუ პარლამენტში შეხვალ... დამირეკა ტიპმა არც უკითხავს, რას ვფიქრობ... თუ შეხვალ პარლამენტშიო, ჩემი კანდიდატი ვერ იქნები ვერასდროსო. მე ვუთხარი, რამდენი ათასი კაცი გინდათ დაგახვედროთ, თბილისში რომ ჩამოხვიდეთ მეთქი და ახლაც დამალულია... თქვენ გგონიათ, რომ ახლა ამის გამო ვარ ამ პარტიაში, რას მაშანტაჟებთ მეთქი. ამხელა კაცი ხართ, არ გეკადრებათ, მითუმეტეს მე არ მეკადრება თქვენგან და ამას არ შეგარჩენთ მეთქი“, - ამ სიტყვებთან ერთად, ფარულ ჩანაწერში გინებაც ისმის.
სოციალურ ქსელში ფარულ ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილის ზოგიერთი მხარდამჭერიც აზიარებს და მელიას აკრიტიკებს. ნიკა მელია, რომელიც თვის ბოლო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობს, ჩანაწერის გავრცელებას არ გამოხმაურებია.
2022 წლის 14 დეკემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ მას მოასმენინეს „ფაბრიკაცია“, სადაც მელია „საუბრობს არასასიამოვნო ტერმინოლოგიით, თითქოს მიხეილ სააკაშვილზე“. ხერხეულიძემ თქვა, რომ ჩანაწერში „4 მონაკვეთია გადადებული ერთმანეთზე“. 15 დეკემბერს ასეთი ჩანაწერის არსებობა მელიამ დაადასტურა და თქვა:
„ამ ქვეყანაში არაფერი ხდება ხელისუფლების მეცადინეობის გარეშე - ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების, რომელთათვისაც ნორმად არის ქცეული ფარული მიყურადება, თვალთვალი, შემდეგ შანტაჟი, დამცირება.
იმდენად მდაბიო, ამორალური საქციელია, ამაზე საუბარიც არ მსურს. ერთხელ, ორჯერ და სამჯერ გაუკეთებია ხელისუფლებას სხვადასხვა ადამიანის ხელით?. მენანება ყველა, ვისაც შეუძლია და უნარი აქვს, რაღაც ფარული ჩანაწერებით ირბინოს. ეს საშინელებაა, ეს არის დაუშვებელი“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.
