იოზვიაკი: EU-ში მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ევროკავშირის ელჩებმა დღეს დილით მწვანე შუქი მისცეს საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. საგარეო საქმეთა მინისტრები ამას ორშაბათს დაამტკიცებენ. უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგ მისცემენ ხმას, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კვალიფიციური უმრავლესობა სახეზეა“, - წერს იოზვიაკი პლატფორმა X-ზე.

საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა ბრიუსელში ორშაბათს, 27 იანვარს, 10:00 საათზეა დაგეგმილი. საბჭოს თავმჯდომარე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასია. დღის წესრიგის მიხედვით, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხონ.

17 დეკემბერს გამართული საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ, კალასმა თქვა, რომ მინისტრები „დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე“ შეთანხმდნენ. 20 დეკემბერს, ევროპულ საბჭოს ამ წინადადებით ევროკომისიამ მიმართა. კომისიის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს არის პასუხი 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ რეპრესიებზე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმ პირებს შორის, ვისაც დიპლომატიური პასპორტი გააჩნიათ, არიან (არასრული ჩამონათვალი):

  • პრეზიდენტი და მისი მეუღლე;
  • პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე;
  • პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე;
  • პარლამენტის წევრები;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და წევრები;
  • სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მეუღლე;
  • მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები, მათი პირველი მოადგილეები და მოადგილეები;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები;
  • გენერალური პროკურორი;
  • სახალხო დამცველი;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  • გენერალური აუდიტორი;
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი;
  • პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და მისი მოადგილე;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
  • შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
  • თავდაცვის ძალების მეთაური;
  • ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების წევრები;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
  • დაზვერვის სამსახურის უფროსი;
  • სახელმწიფო რწმუნებულები;
  • თბილისის მერი;
  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;
  • უცხოეთის სახელმწიფოებში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლები.
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.