ევროკომისიამ ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების შემოღება მოითხოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკოკომისია ევროპულ საბჭოს სთავაზობს, საქართველოს და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმება ნაწილობრივ შეჩერდეს. საბჭო ამ საკითხზე, სავარაუდოდ, იანვარში იმსჯელებს თუ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, ევროკავშირში შესასვლელად ვიზის აღება დასჭირდებათ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართველი ხალხი აპროტესტებს ხელისუფლების არჩევანს, შეაჩეროს ევროკავშირის გზა. მშვიდობიან საპროტესტო აქციებს პოლიციის მხრიდან ძალადობას მოჰყვა. დღეს ჩვენ ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების წინადადებას წარვადგენთ.

ჩვენი გზავნილი ხელმძღვანელობისთვის ნათელია: შეწყვიტეთ საკუთარ ხალხსთვის ზიანის მიყენება“, - დაწერა პლატფორმა X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების შეჩერების შემთხვევაში, სავიზო შეღავათები როგორიცაა განაცხადის განხილვის მოკლე ვადები, დაბალი სავიზო მოსაკრებლები და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა, ასევე აღარ გავრცელდება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებზე.

ევროკომისია აცხადებს, რომ ეს წინადადება არის პასუხი 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ რეპრესიებზე. 

ამასთან, ევროკომისია აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიერ მაისსა და სექტემბერში მიღებულ კანონებსაც, რომლებიც „ძირს უთხრიან ფუნდამენტურ უფლებებს“. საუბარია ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონსა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონზე.

„ფუნდამენტური უფლებების დაცვა, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, გადამწყვეტი მოთხოვნაა ვიზალიბერალიზაციისთვის“, - განმარტავს ევროკომისია.

კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებიც მაგიდაზე დევს და დამატებით ზომებზე მსჯელობა გაგრძელდება.

„დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას დავაკისროთ პასუხისმგებლობა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო.

ეს მკაფიო გზავნილს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ არ შეუძლიათ ოპოზიციის ხმების ჩახშობა ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შედეგების გარეშე.

ჩვენ უკვე შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და დაფინანსება ხელისუფლებიდან გადავამისამართეთ ქართველ ხალხზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა კალასმა.

კომენტარი გააკეთა დემოკრატიის საკითხებში ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკუნენმაც:

„დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე. ვიზალიბერალიზაცია საკვანძოა ევროკავშირსა და მთელს მსოფლიოში პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად. ვინც არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა სარგებლობდეს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას“.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება ძალაში 2011 წლის მარტში შევიდა, ხოლო 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.