საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ ნოემბერ-დეკემბერში, ქალაქ ქუთაისში, თეთრიწყაროს, ხობის, ჩხოროწყუს, მარნეულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები - ჯამში 29 116 კვადრატული მეტრი - მართლმადიდებელ ეკლესიას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
ირაკლი კობახიძის მიერ 2 დეკემბერს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში 1 ლარად საკუთებაში გადაეცა 3194 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით.
2 დეკემბერს გამოცემული კიდევ ერთი განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ეკლესიას საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა 12 183 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, ეკლესიას გადასცეს იმავე სოფელში მდებარე 3877 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე მდგომი შენობა-ნაგებობებით.
არალეგიტიმური მთავრობის 2 დეკემბრის განკარგულებებით ეკლესიას სიმბოლურ ფასად გადაეცა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოღაში 3125 კვ.მ. და ქალაქ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირის N27-ის მიმდებარედ არსებული 296 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
მართლმადიდებელ ეკლესიას მიწები ერთ ლარად ნოემბერშიც გადაეცა. კობახიძემ 22 ნოემბერს გამოსცა განკარგულება, რომლითაც ეკლესიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ იალღუჯაში მდებარე 10 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიიღო საკუთრებაში, 18 ნოემბრის განკარგულებით კი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოფშკვითში მდებარე 318 კვ.მ. ნაკვეთი.
სხვადასხვა მონაცემებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარით ფინანსდება, 62 კვ.კმ-ზე მეტ მიწას ფლობს.
