ისრაელის არმიის ინფორმაციით, რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდახსმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა. მოკლულთა გვამების ნაწილი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 950 ადამიანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სრულად აღადგინეს კონტროლი ღაზის სექტორთან არსებულ საზღვარზე. მათი მონაცემებით, ლიკვიდირებულია 1500-მდე ტერორისტი.
„ჰამასს“ მძევლად ჰყავს აყვანილი 150-მდე ადამიანი, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მტრულად განწყობილი მხარეები გააფრთხილა, რომ ისრაელში შექმნილი ვითარებით არ ისარგებლონ. მისივე განცხადებით, შეკავების უზრუნველსაყოფად აშშ-მა რეგიონში სამხედრო ძალის პოზიციონირება გააძლიერა. აშშ-ის იარაღის პირველი პარტია ისრაელში, ნევატიმის ავიაბაზაზე დღეს ჩავიდა. უახლოეს დღეებში ისრაელში ჩასვლას გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელში ამერიკული ავიამზიდის ჩასვლას სერიოზული ხოცვა-ჟლეტის გამოწვევა შეუძლია. ერდოღანმა გააკრიტიკა ისრაელის გადაწყვეტილება, ღაზის სექტორის ბლოკადის თაობაზე. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ღაზის სექტორს ელექტროენერგიის, საწვავის და პროდუქტის მიწოდება შეწყვეტილი აქვს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ომის დასამთავრებლად ძალისხმევას გააგრძელებს და ის საუბარს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, ასევე, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან.
ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, 7 ოქტომბრის მსგავსი მასშტაბის თავდასხმა და მსხვერპლი ებრაელებს არ ჰქონიათ მეორე მსოფლიო ომის დროს მათ წინააღმდეგ ჩადენილი ჰოლოკოსტის შემდეგ. ისრაელი ისეთი ოპერაციის ჩატარებას გეგმავს, რომელიც მას დაარწმუნებს, რომ „ჰამასს არანაირი სამხედრო შესაძლებლობა აღარ დარჩა.
„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა 7 ოქტომბერს განახორციელა და ღაზის სექტორის მეზობელ რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო დარტყმები დაიწყო. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს ოკუპანტ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
