ივანიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„როცა არ არსებობს არჩევნების ნდობა, როცა არ არსებობს ხელისუფლების ნდობა, როცა ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაიმყაროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა ახალი არჩევნების გზაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, პოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ „დღეს ნამდვილად ახალ ეტაპზე ვართ“. მისი შეფასებით, სადამკვირვებლო მისიის დასკვნა „ასახავს ყველა იმ დარღვევას, იმ გაყალბების ფორმებსა და მეთოდებს, რაც ყველამ მანამდე უკვე აღვნიშნეთ“.

„ის დასკვნა, რომელიც დაიდო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს არჩევნები ტექნიკურად შეფასდეს, როგორც არჩევნები, რომელმაც ნეგატიური შედეგი იქონია საარჩევნო პროცესზე და საზოგადოებრივ ნდობაზე. [...] ეს საფუძველია იმისა, რომ ჩვენ, ყველა ერთად, იმ ძირითადი მოთხოვნის ახალ ეტაპზე გადავდივართ, რომელსაც ახალი არჩევნების დანიშვნა ჰქვია, რამეთუ ამ პირობებში, კრიზისიდან სხვა პოლიტიკური გამოსავალი, რომ არა არჩევნების დანიშვნა, არ შეიძლება იყოს. ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ასეთ კრიზისი გაუვლია - ეს არის ერთადერთი გამოსავალია.

[...] ჩვენ დღეს შეტევის სტრატეგია დავსახეთ, სადაც ყველა მიმართულებით - ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ქვეყნის შიგნით სამართლებრივად, რათა ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და რომ მივდივართ მოკლე გზაზე. აქ დიდი დრო აღარ არის. „ქართული ოცნება“ ძალიან აჩქარებული ტემპით ცდილობს ახალი კანონების მიღებას, იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

 ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, ქვეყნის შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, რადგან ის ერთადერთია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ მთლიანად არ ჩამოიშალოს მისი სისტემა და სანამ მთლიანად ჩამოიშლება, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და არ სჭირდება ბევრი ბჭობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრისთვის. „ვიცი, რომ გარედან ძალიან ბევრი იქნება მზად იმისთვის, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს“, - აღნიშნა მან.

სალომე ზურაბიშვილმა ხვალ, 21:00 საათზე პარლამენტის წინ, აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა დააანონსა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.