ჯანდაცვის სამინისტრომ 11 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერა. გადაწყვეტილება პროფესიული განვითარების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, სადაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 5 საკითხი განიხილეს და სულ 14 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 2 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პატრიარქი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ილია II საავადმყოფოში მასიური სისხლდენით გადაიყვანეს
ჯანდაცვის სამინისტრო არ აქვეყნებს იმ ექიმების ვინაობას, ვისაც საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
„პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს, საბჭოს წევრებმა 387 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს და 266 ექიმს სხვადასხვა სანქცია დაეკისრეს. აქედან, 70 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, ექვსს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.
პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება და გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.
ექიმების მხრიდან დარღვევების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 144; 0322 51 00 11 (12-11) regagency@moh.gov.ge
