ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 13 თებერვალს, საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის კანდიდატურა წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
თეთრი სახლის განცხადებით, რობინ დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მანამდე ის ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო. უფრო ადრე, რობინ დანიგენი ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. სხვადასხვა დროს მივლენილი იყო აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
ვაშინგტონში დანიგენის სამუშაო მოიცავს ენერგეტიკის ბიუროში ევროპის, დასავლეთ ნახევარსფეროსა და აფრიკის ოფისის დირექტორის თანამდებობას, ასევე უკავია თანამდებობები ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ბიუროში და სახელმწიფო მდივნის აპარატის აღმასრულებელ სამდივნოში.
დანიგენი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, მიღებული აქვს ორი ჯილდო უმაღლესი საგარეო სამსახურისთვის.
რობინ დანიგენი კალიფორნიიდანაა. „ომის ეროვნულ კოლეჯში“ მიღებული აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. გარდა ამისა, ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და მეცნიერების ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ფლობს ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებს.
აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა შეერთებული შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას 2020 წლის 29 იანვრიდან კელი დეგნანი იკავებს. უმეტეს შემთხვევაში, ელჩების უფლებამოსილების ვადა დაახლოებით სამი წელია.
