ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას გეგმავს. მაჰაჩყალის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, რეისები შესრულდება 23 ნოემბრიდან 30 მარტის ჩათვლით, კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
დღეისათვის „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთში მხოლოდ თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ასრულებს. საქართველო-რუსეთს შორის კი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან რუსეთის ფედერაციის 8 ქალაქის მიმართულებით ავიარეისებს ასრულებენ ავიაკომპანიები - Red Wings, Azimuth და Georgian Airways.

2019 წლის ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღარ არსებობდა. პირდაპირი ფრენები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით შეწყდა, რასაც წინ საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტორი, 478.4 ათასი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.9%-იანი წილით.
ვიზიტორების უმრავლესობა (46.5%) 31-50 წლამდე ასაკის არის. ყველაზე მეტი ვიზიტორი (58.9 %) დასასვენებლად და გასართობად შემოვიდა.
