გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა იმ ადგილების სია შეადგინა, რომელთა მონახულებასაც მოგზაურებს 2023 წელს ურჩევს. 52 ადგილს შორის კახეთიც არის დასახელებული. „ახალი ნელსურნელება და მეღვინეობის უძველესი ტრადიციები მთის წვერებზე შეფენილ პატარა სოფლებსა და მწვანე ველებზე“, - ასე აღწერს კახეთს მწერალი ევან რეილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მთიანი ქვეყანა, მეღვინეობის 8000-წლიანი ტრადიცით, ღვინის სამყაროში რამდენიმე ახალი ტენდენციის ცენტრშია, მათ შორისაა ყურძნის კანთან კონტაქტით დაყენებული ღვინოები (ასევე ცნობილია, როგორც ფორთოხლისფერი ღვინოები), ამფორის ფერმენტაცია და ქარიზმატული ვაზის ჯიშები, ისეთი, როგორიც საფერავია. შედეგად, Wine Enthusiast-ის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტმა ცოტა ხნის წინ მილიონ ბოთლს გადააჭარბა და ყოველწლიურად დაახლოებით 29%-ით იზრდება.
ღვინის მოყვარულებს სადეგუსტაციო ტურები კახეთის ისეთ მამულებში, როგორებიც ვაზისუბანი და კარდენახია, სთავაზობს შესაძლებლობას, აღმოაჩინონ ახალი ღვინოები კავკასიონით გარშემორტყმული, მთის წვერებზე შეფენილი პატარა ქალაქების და მწვანე ხეობების ლანდშაფტში.
ბევრი ღვინო ქვევრში მზადდება, ტრადიციულ წვეტიან თიხის ჭურჭელში, რომლებიც მიწაშია ჩაფლული.
უფრო მეტი გამოცდილებისთვის, ადგილობრივმა მზარეულებმა კულინარიის გაკვეთილების ჩატარება დაიწყეს, სადაც გურმანებს შეუძლიათ მოამზადონ ხინკალი და სხვა კერძები, რომელსაც ჟურნალმა Saveur-მა „ევროპის შესანიშნავი ხოტბაშეუსხმელი სამზარეულო“ უწოდა“, - წერს ევან რეილი.
The New York Times-ის მიერ რეკომენდირებულ ადგილებს შორისაა აშშ-ის შტატ სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქალაქი გრინვილი, რომლის აღწერის დროს The New York Times-ი კიდევ ერთხელ ახსენებს ქართულ სამზარეულოს. ქალაქში, სადაც დაახლოებით 70 000 ადამიანი ცხოვრობს, 200-ზე მეტი რესტორანია. ერთ-ერთ მათგანს „ქეიფი“ ჰქვია. იქ გურმანებს შეუძლიათ დააგემოვნონ „ქართული ხაჭაპური და ქვეყნის უძველესი ღვინოები“.
ამერიკული გამოცემის მიერ დასახელებულ სხვა საინტერესო ადგილებს შორისაა მორიოკა და ფუკუოკა (იაპონია), მონუმენტის ხეობა (აშშ), კუნძული კენგურუ (ავსტრალია), მდინარე ვიოსა (ალბანეთი), ბჰუტანი (სამხრეთ აზია), კერალა (ინდოეთი), ნამიბის უდაბნო (აფრიკა), ფლორესი (ინდონეზია), გვადალახარა (მექსიკა), ნიმი (საფრანგეთი), სალალა (ომანი), ოდენსე (დანია), ბოკეტე (პანამა), ტარაგონა (ესპანეთი) და ა.შ.