თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე დღეს, 17 იანვარს, პირობა დადო, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
„ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს ვადის გადაწევაზე და ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აქ არ არის საუბარი საბოლოო ვადის გადაწევაზე, იანვარი ძალაში იყო ყოველთვის, შიდა ვადებზეა საუბარი. უკვე ხარისხზეც იყო პრობლემები, თუმცა ამის გამოსწორება პროცესში ხდება.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავემშვიდობოთ ამ კომპანიებს, რადგან ჩემთვის, ქალაქის მერისთვის, რომელსაც აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე, მნიშვნელოვანია, იანვრის ბოლოს ორმხრივად მოძრაობა აღდგეს ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ამიტომ მიმდინარეობს კომპანიების შერჩევა.
მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა - მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს - წერეთელის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა, იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია: „სამუშაოები ძალიან მასშტაბურია. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედპირულდ გზის მოფრეზვით, ახალი გზის დაგებით. დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ეს გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები ნამდვილად არ ჩატარებულა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ კომპანიებთან - შპს „ერ ტე დესთან“ და შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპთან“ დადებული ხელშეკრულებები ცალმხრივად 15 იანვარს შეწყვიტა. მერია „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ დასკვნებს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უხარისხოდ, პროექტთან შეუსაბამოდ სრულდებოდა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენას.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის მერიას სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელთა ჯამური ღირებულება 31 მლნ ლარზე მეტია.
15 იანვარს, მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულების მიზნით, ახალი კომპანიის შესარჩევად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, დღეს, 17 იანვარს კი 17.5 მილიონი ლარიის ღირებულების კონტრაქტები ოთხ კომპანიასთან გააფორმა. „ბლექ სი გრუპი“ 4 მილიონ ლარს მიიღებს, „პარმა“ - 5.6 მილიონს, „ენკო“ - 3.5 მილიონს, ხოლო „ჯეუ გრუპი“ - 4.4 მილიონ ლარს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. როგორც პარტიაში განაცხადეს, თბილისის მერი ხელშეკრულებებს აფორმებს იმ კომპანიებთან, რომლებიც შემდგომში „ქართული ოცნების“ შემწირველები არიან. ოპოზიციური პარტია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასაც ითხოვს.