„გარედან არის იმის მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება. რევოლუცია. ამის მაგალითია თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ. არ ვიცი, ამაზე დიდი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს და იმის ჩვენება, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ საუბარია „ოთხი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე“, კალაძემ განაგრძო:
„ეს არ არის მეგობრობა. ეს არის პირდაპირ მტრობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში.
ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ჩვენ გაშიფრული გვაქვს, ვინ დგას ამ აქციების უკან, ვინ არიან ის რადიკალური დაჯგუფებები, ვინ არიან დონორები, უცხოეთიდან საიდან ფინანსდება და ა.შ. ყველაფერი ცხადი და ნათელია“.
გარდა ამისა, კალაძემ ძალადობის წამხალისებელი უწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
15 მაისს, საქართველოს ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. ისინი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციიური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„პოლიტიკური პოლარიზაცია უბრალოდ ალტერნატიული შეხედულებების აკრძალვით არ უნდა მოგვარდეს. ასეთი მეთოდები ვერასოდეს იქნება თავსებადი ევროკავშირის წევრობასთან და ეს ნათლად გავიმეორე ჩვენი შეხვედრისას“, - თქვა ლიეტუველმა დიპლომატმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
დღის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციას შეუერთდნენ და მომიტინგეებს მიმართეს.
13 მაისს აქციაზე მივიდნენ გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებიც. ბუნდესტაგის წარმომადგენელმა მაიკლ როთმა დემონსტრანტებს მოუწოდა, არ დანებდნენ, ხოლო ხელისუფლებას მიმართა, რუსული კანონი გააუქმოს და „ევროპაში დაბრუნდეს“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მათ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
