თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ამჯერად ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს მიაყენა შეურაცხყოფა. ამ გზით მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, მას ეკუთვნის თუ არა ის ძვირადღირებული ავტომობილი, რომელშიც ფოტო აქვს გადაღებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 6 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
„თქვენ ნუ იდარდებთ, არ იღელვოთ, ისედაც ბევრი გაქვთ სადარდებელი ისეთ მდგომარეობაში ხართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არ აგიხსნით სად იმყოფებით. აგერ, ნიკა გვარამია გეტყვით ყველაზე კარგად, სად იმყოფებით და როგორ იმყოფებით“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტს.
რეპლიკაზე, რომ ავტოსალონების ინფორმაციით, ავტომობილის ღირებულება მინიმუმ 500 ათასი ევროა, კალაძემ ჟურნალისტ ლიკა ჯანყარაშვილს „ბრიყვი“ უწოდა:
„500 ათასი რისი ღირებულებაა? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 ათასი ღირდეს ეგეთი ავტომობილი. არ გადავდივარ შეურაცხყოფაზე, რეალობაზე ვსაუბრობ.
რაც შეეხება ჩემს ავტომობილებს, რომლებიც ჩემს საკუთრებაშია, ყველა ჩემს დეკლარაციაშია მითითებული. მაშინ არ ყოფილა ჩემი [ეს ავტომობილი]. თქვენ ვინ გეკითხებათ, ვისია ავტომობილი, რომელთან ერთადაც... რაში გაინტერესებთ თქვენ, ვინ გეკითხებათ?! მიხედეთ თქვენს საქმეს. ხომ ხედავთ, რა დღეში ხართ და რა მდგომარეობაში იმყოფებით?! მიხედეთ მაგას“.
კახა კალაძემ 20 აგვისტოს სოციალურ ქსელ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ, სავარაუდოდ, „მერსედესის“ G-კლასის კაბრიოლეტში ზის. თბილისის მერს მსგავსი ავტომობილი ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაში სულ ათი მსუბუქი ავტომანქანა და მოტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომელთაგანაც ყველაზე ძვირად - 150 000 აშშ დოლარად PORSCHE 911 აქვს ნაყიდი.
ამ თემაზე:
