თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს „თავხედი ნაძირალა“ უწოდა. სიტყვიერი შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო კალაძემ თავად გაავრცელა სათაურით - „რადიკალების „ჟურნალისტი“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
მმართველი პარტიის ლიდერი ჟურნალისტის მიმართ აგრესიული მას შემდეგ გახდა, რაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ჰკითხეს.
„არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვენ?“ - მიმართა „ფორმულას“ ჟურნალისტმა კალაძეს, რომელიც მანამდე ამბობდა, რომ პოლიციას რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია და „სხვა დანარჩენი გაირკვევა“.
„ცოტა ზრდილობა იქონიეთ. თქვენ ვინ ბრძანდებით საერთოდ? ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხეთ სახლში და ოჯახში. თავხედო ნაძირალა. „ბატონო კახა“ კი არა, მოკითხე მეთქი ოჯახში. უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს სახლში რომ მიხვალ. უზრდელო შენ. შენ ხარ თავხედი უზრდელი. უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს შენი გაზრდისთვის. თავხედო შენ!“, - უთხრა კალაძემ ჟურნალისტს.
1-ელ მაისს, პარლამენტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი, რაც მორიგი მრავალათასიანი საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა. საკანონმდელო ორგანოს ეზოში განლაგებულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა, გაუშვეს მხუთავი გაზიც. მოქალაქეებს რეზინის ტყვიებიც მოხვდათ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აქციის დასაშლელად ეს საშუალებაც გამოიყენა.
