არასამთავრობო ორგანიზაცია „საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი აქვეყნებს მუქარის შეტყობინებებს, რომლის ავტორიც მისი განცხადებით, პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონალური მდივანი და პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მომისმინე ბიჭი, დაგმარხავ მაგ ევროპაში. მოგაკითხავს ჩემი ხალხი შე ... და ვიდეო თვალით უნდა ვუყურო, შენს გაძუყვნას. შვილები მაინც შეიცოდე შე ...
რატომ არ მპასუხობ? შეგეშინდა ... მიწიდან ამოგთხრი, საფრანგეთში კი არა, ანტარკდიდაზე რომ იყო.
.... ისეთ რამე გაგიჩალიჩებ, შენი ხელით მოგაკვლევინებ თავს. ჩათვალე რომ განადგურებული ხარ, ვირთხავ“.
ნუგზარ სულაშვილი წერს, რომ მუქარის განცხადებებზე ის რეაგირებისათვის არ მიმართავს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აპირებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საფრანგეთს მიმართოს.
ნუგზარ სულაშვილი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოს ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს.
დიმიტრი სამხარაძე, რომელიც სოციალურ ქსელში მსგავსი უხამსი და სიძულვილის ენით გაჯერებული ლექსიკის პოსტებით არის ცნობილი, არ ადასტურებს, რომ სულაშვილისადმი გაგზავნილი მუქარის შეტყობინებების ავტორი ის არის.
„მეგობარმა ჩამიგდო და წესიერად ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი ექაუნთით, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი. ბევრი რომ არ ვწერო, რამდენიმე სიტყვაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: „ბიჭო“, „გაძუყვნა“, „მიწიდან ამოგთხრი“, „კეთილები“ და ბოლოს ყველაზე მაგარი, „ვირთხავ“, ამან დაგლიჯა. ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის. ყოველდღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი ფეიკი შეგექმნათ. ან როდის იყო მესენჯერში ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს იდიოტებო. ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან გეის.
გავატარებდი ამ სიგიჟეს, მაგრამ, ნაცების შავი წარსული რომ ვიცი და მათი უფრო ბნელი მომავალი, პრევენციის მიზნით დავაფიქსირებ! ნეკროლოგი მერაბიშვილი გყავთ ლიდერად, აქციაზეც არასრულწლოვნების სისხლი გინდოდათ! ახლა ახალი მოიფიქრეთ? ნაცებო, ფაშისტო ლიბერალებო, ესენი ჩვენი სახელით დაგემუქრებიან, შეიძლება მუქარაც აღასრულონ ჩვენ რომ დაგვბრალდეს, ხოდა ფრთხილად იყავით! ჩვენ არც მსგავსი რამის გამფიქრებლები ვართ, არც ასე ადვილად არ დავიბრალებთ და დაზარალებულები თქვენ დარჩებით, მითუმეტეს ისინი, რომლებსაც ასეთი ბინძური ფეიკებისთვის გამოგიყენებენ“, - წერს სამხარაძე.
2022 წლის 3 ივლისს დიმიტრი სამხარაძემ უშვერი სიტყვებით აგინა „შინ ევროპისკენ“ აქციის მონაწილეებს, როდესაც მომიტინგეები პარტია „ქართული ოცნების“ ოფისს მიუახლოვდნენ. გინების ამსახველი ვიდეო სამხარაძემ თავის ფეისბუკგვერდზე განათავსა, თუმცა მალევე წაშალა.
დიმიტრი სამხარაძემ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა 2019 წლის ნოემბერშიც და პარლამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის პოვნაში დახმარებას ითხოვდა, რადგან აქციის წევრმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილსა და მის შვილზე, ბერაზე პოსტი დაწერა.
„მეგობრებო ამ ბინძურს ვეძებ! გთხოვთ, მაპოვნინოთ? ამის დედა უნდა ვატირო! ეს ბინძური მართლა ნაკერავზე უნდა გავხიო! ამის დედას უნდა შე…ე“, – წერდა სამხარაძე. აღნიშნული პოსტი მან მოგვიანებით წაშალა.
სამხარაძე მართავს „ქართული ოცნების“ რეგიონულ აქტივისტებს, რომლებიც მას „გზავნილების“ გავრცელებაში ეხმარებიან, უცენზურო სიტყვებით აგინებენ და მუქარის შემცველ შეტყობინებებს ასევე უგზავნიან სამხარიძის მიერ მიზანში ამოღებულ პირებს.
დიმიტრი სამხარაძე, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მან 2014 წელს დაამთავრა საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“, 2016 წელს კი რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, სპეციალობით - პერსონალის მართვა. ეს ინსტიტუტი რუსეთის პრეზიდენტის ოფისთან არის არსებული და მისივე პატრონაჟით ფუნქციონირებს. დიპლომი გაცემულია 7 თვით ადრე, ვიდრე დიმიტრი სამხარაძე პარლამენტის წევრი გახდებოდა. მანამდე, 2012 წლიდან სამხარაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რა დროსაც მისივე ბიოგრაფიის თანახმად, მას არც პროფესიული და არც უმაღლესი განათლება არ ჰქონდა.