„ქართული ოცნება“ „მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების“ ბაზას შექმნის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, შექმნიან მონაცემთა ბაზას, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, „რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ზეწოლა ხდება საზოგადოების წევრებზე, მათ შორის, სპორტსმენებზე, ხელოვანებზე, რათა დაფიქსირდეს ის პოზიცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის სასურველი.

„ცენზურაზე არიან გადასული და თუ რაიმე სიტყვა არ ემთხვევა, დამატებით, მორალურ ტერორზე გადადიან. როგორც ამ ადამიანებზე, ისე ამ ადამიანების ოჯახის წევრებზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ შეაფასოს ეს. ვფიქრობ, ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში და ასეთი შთაბეჭდილებაც აქვთ ჩამოყალიბებული, თითქოს, სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოხატული ზიზღის ენა, ფაშისტური განცხადებები, მათ შორის, ვიღაცების გარიყვასთან დაკავშირებით და ა.შ. არის კერძო საუბარი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის მათ ოთახში ნათქვამი სიტყვები, ეს არის საჯარო განცხადებები, რომლებიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე. ამიტომ, თავისთავად,

როდესაც საზოგადოებას ამაზე ექნება რეაქცია, მორალური შეფასება ამ საკითხების, თავისთავად უკვე, ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებს და განცხადებებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულებს, ადმინისტრაციულ გადაცდომებს, „ამაზე შესაბამის ორგანოებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ. არის შემთხვევები ვერბალური ძალადობისა, მუქარისა და შანტაჟისა, რასაც არ აქვს სისხლისსამართლებრივი განზომილება და არის განზომილება, როდესაც ხდება ზეწოლა ადამიანებზე, შანტაჟი, მათი ოჯახის წვერებზე შანტაჟი, რომელიც სისხლისსამართლებრივ განზომილებაში არ ჯდება და აქ მნიშვნელოვანია მორალური შეფასება და ადამიანებმა უნდა შეაფასონ მორალურად.“

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა არაფერი თქვა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებზე. გამოძიებული არ არის თავდასხმის არცერთი ფაქტი.

  • 3 მაისს, თბილისში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს. თავდამსხმელების ნაწილი მედიის მიერ იდენტიფიცირებულია. ისინი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან, მათ შორისაა რამდენიმე მწვრთნელი, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
  • 5 მაისს, ლანჩხუთში, სადარბაზოდან გამოსვლისას თავს დაესხნენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილობილს.
  • 7 მაისს, თბილისში, შვედეთის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ, თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. კლდიაშვილი „ფორმულას“ ინტერვიუს აძლევდა.

7 მაისს, უცნობი პირები მასობრივად და ორგანიზებულად ურეკავდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს, იუთუბერებს და სხვა პირებს, აგინებდნენ მათ და ემუქრებოდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.