ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სტუდენტებს, ვინც „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონს აქტიურად უპირისპირდებიან, უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავენ, უცენზურო სიტყვებით აგინებენ და ემუქრებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
სოციალურ ქსელ Facebook-ში იძებნება ათობით პოსტი, სადაც ადამიანები წერენ, რომ რუსული კანონის კრიტიკის გამო შეურაცხყოფა მიაყენეს. ნაწილმა ზარი უკრაინული ნომრებიდან მიიღო.
„+380 (0564) 21 07 56 - ამ ნომრიდან დამირეკეს. ვუპასუხე. დამიწყო გინება, ვაგინე მეც ყველაფერი და გავუთიშე. ამის მეტი კრეაციის უნარი რომ არ აქვთ. რა ჰგონიათ ახლა, გული მეტკინა, ფსიქიკურად შემარყიეს და ოჯახში მამშვიდებენ? ამით გამაჩერებთ? ორი კვირაა ვჭიდაობთ, მესროლეთ, დამასველეთ, დამახრჩვეთ და მაინც არ ვჩერდები. ხომ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი განაჩენი ვართ „ქოცებო“ და განაჩენს ვერ გაექცევით“, - წერს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე.
+380 (0564) 21 07 84; +380 (0564) 21 07 01; +27 (27) 27 - მოქალაქეებმა ზარები ამ ნომრებიდანაც მიიღეს.
„უკრაინული ნომრიდან დამირეკეს, საცხოვრებელი მისამართი დამისახელეს და მითხრეს, რომ ისე ჩამპიზდავენ, ვერც გავიგებ“, - ამბობს გამოცემა „აპრილის“ ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური. 17 აპრილის საპროტესტო აქციის გაშუქების დროს მას რობოკოპები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ხელისუფლების თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა, Facebook-ში წერს, რომ მასაც დაურეკეს: „ყველაზე გვიან მე დამირეკეს. ნაწყენი ვარ მამუკაზე და ბიჭებზე. დასავიწყებელი კაცი ვარ მე?“
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება. რეაგირების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე მოქალაქეებს აფრთხილებს, უცხოეთიდან შემომავალი ზარების დროს საკუთარი ინფორმაცია არ გასცენ.
„არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან - არსებობს დიდი თანხების ჩამოჭრის საფრთხე. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს ინფორმაციად განიხილება ასევე თქვენი ხმა, რომლის ჩაწერასაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს ზარი და შემდგომ ამ ხმით ფეიკ შეთქმულების ორგანიზების საუბარი, ან ლანძღვა-გინების ან სექსუალური კონტენტის ფაბრიკაცია მოახდინონ დისკრედიტაციის მიზნით. საუკეთესოა, თუ არ უპასუხებთ ზარს, ან გინებაზე მაინც არ უპასუხებთ გინებით“, - ამბობს ექსპერტი.
ანდრო გოცირიძის თქმით, აპლიკაციაში განხორციელებული უცხო ზარების დროს შესაძლებელია ინფორმაციის მოპარვა ან ტელეფონის დავირუსება. ამასთან, სატელეფონო ზარზე მეტი საფრთხის შემცველია სმს შეტყობინება, რომელიც შესაძლოა ვირუსს შეიცავდეს. ექსპერტის რჩევაა, არ გადახვიდეთ მიღებულ ბმულებზე, არ გახსნათ ან ჩამოტვირთოთ ფაილები. „აქ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქმედების განხორციელების შემთხვევაში, დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, პაროლებზე, მიმოწერაზე და სხვა“, - აღნიშნავს ანდრო გოცირიძე.
რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე დღეს თავდასხმაც მოხდა. შვედეთის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ, მამაკაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.
5 მაისს, ლანჩხუთში, სადარბაზოსთან თავს დაესხნენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილს, ხოლო 3 მაისს, ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციიდან სახლში მიმავალ ახალგაზრდებს. პოლიციას დღემდე არავინ დაუკავებია.