რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე გვიან ღამით თავდასხმა მოხდა. ახალგაზრდები სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც გმირთა მოედნისა და თამარ მეფის ხიდს შორის მონაკვეთში, მათ 10-ზე მეტი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
„გამეტებით ურტყამდნენ ყველას, ყრიდნენ ასფალტზე, მერე ზედ ასხდებოდნენ და კიდევ აგრძელებდნენ ცემას. მანქანიდან კაცის გადმოთრევას და ცემას ცდილობდნენ იმის მიუხედავად, რომ ხედავდნენ, მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც იჯდა.
სამწუხაროდ, ადგილზე არ იმყოფებოდა და დარეკვიდან ნახევარი საათის განმავლობაში არც მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, როცა აქვე არიან. ერთი ეკიპაჟი მოვიდა, ვთხოვეთ, რომ გაჩერებულიყო და არ გაჩერდა, უკან გაბრუნდა. რასაც არ აკეთებენ პოლიცია და სპეციალური ქვედანაყოფები, ის გააკეთებინეს, სავარაუდოდ, ან სპორტსმენებს, ან დაცვის სამსახურის თანამშრომლებს“, - განაცხადა აქტივისტმა ნანა ბაგალიშვილმა.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოებში თავდამსხმელების სამი ავტომობილი დაფიქსირდა - „ჰონდას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით - UB800IC, „ტოიოტას“ მარკის, ნომრით - JU188DO და „მერსედესის“ მარკის, ნომრით - HG862HG.
„თავიდან იმით დაიწყო, რომ ველოსიპედით მიმავალ ადამიანს სპეციალურად დაეჯახნენ, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ, სავარაუდოდ, ძიუდოისტები, მოჭიდავეები. მე ძირს დაგდებულ ბიჭს ხელი მივაწოდე და ამ დროს უკნიდან მომხვდა, წავიქეცი და შემდგნენ წიხლებით“, - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.
თავდასხმის შემდეგ თვითმხილველები პოლციის განყოფილებაში თავად მივიდნენ განცხადების დასაწერად. „საქართველოს ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურისგან ელოდება პასუხს, დაიწყო თუ არა გამოძება და დააკავეს თუ არა თავდამსხმელები. მთავარი არხი ავრცელებს მათ ვინაობასაც: 34 წლის ჯონდო ურიადმყოფელი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კერძო ბარის დაცვის სამსახურში მუშაობს; ასევე, იდენტიფიცირებულია გიორგი უბილავა.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად 2 მაისს მორიგი აქცია გაიმართა. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა გმირთა მოედანი დაიკავეს და ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეაჩერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არაერთხელ სცადეს გზის გახსნა და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
