სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს სცემეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მედია აპრილის ფოტო

რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული აქციის გაშუქების დროს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ონლაინ გამოცემების „პუბლიკის“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს - ალექსანდრე ქეშელაშვილს, გიორგი ბადრიძეს და გიორგი ბასხაჯაურს სცემეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ალექსანდრე ქეშელაშვილის თქმით, ამბობდა, რომ ჟურნალისტი იყო, თუმცა მას მაინც დაარტყეს.

„რომ გამოვიდნენ და დაიწყეს დაკავებები, მეც უკან მივყვებოდი, ვიღებდი ჩვეულებრივად. უკან რომ მოვიხედე, მომყვებოდნენ ნიღბიანები, რომლებმაც შემიშალეს ხელი მუშაობაში, ტელეფონზე ამაფარეს ხელი, მერე ვიღაც სხვა მოვიდა და ჩამარტყა, ტელეფონი წამართვეს. ვუხსნიდი რომ ჟურნალისტი ვარ, თავიდან არ ესმოდათ, მერე  ვიღაცებმა გაიგეს და უთხრეს, დავუბრუნოთო. თავიდან რომ ვიღებდი, ვუხსნიდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად მოვიდა და დამარტყა“, - უთხრა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „პირველს“.

„ტაბულას“ რედაქტორის, ლევან სუთიძის ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა  ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს ჟვანიას ქუჩაზე სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა.

„ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. ეს ბოლო გადაღებული გვაქვს. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეზრაცმი იქცევა ველურივით“, - დაწერა „ტაბულას“ რედაქტორმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.

ჟურნალისტის მიმართ ძალადობის შესახებ „აპრილი მედიამაც“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, გიორგი ბასხაჯაურს, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე პროცესებს აშუქებს, რობოკოპები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჰომოფობიური ნიშნით „პი*****ტს“ ეძახდნენ.

„მცემეს, პი*****ტს მეძახდნენ, გაა*ვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პი*****ტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს“, - ციტირებს „აპრილი“ ჟურნალისტის კომენტარს.

გიორგი ბასხაჯაური იმასაც ამბობს, რომ სპეცრაზმმა ძალადობა მაშინ დაიწყო, როცა არანაირ დაძაბულობას ან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ტერიტორიაზე ცოტა ხალხი იყო დარჩენილი.

დაახლოებით 01:00 საათზე, რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები მოულოდნელად და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარბეს. სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მოქალაქეებს დაედევნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩებსა და ჩიხებში, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ სპეცრაზმელები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.