5 მაისს, საღამოს, ლანჩხუთში თავს დაესხნენ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას და მის შვილს. ლადო აფხაზავა ამბობს, რომ თავდამსხმელებმა მას „ნაციონალი“ უწოდეს და ბეისბოლის კეტის დარტყმას ცდილობდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
„ჩემს დასთან, სოფელ ნიგვზიანში უნდა წავსულიყავით. საღამოს 7 საათი იყო. სადარბაზოდან რომ ჩამოვედით, ეზოში მანქანა შემოვიდა. გააჩერეს და გინება დამიწყეს. ნასვამები ჩანდნენ. ხის ჯოხები ამოიღეს საბარგულიდან. ჯოხის დარტყმა ვერ მოახერხეს, რადგან წავართვი და ისევ საბარგულში ჩავუგდე. მე და ჩემი შვილი წავედით, გავერიდეთ. გამოგვეკიდნენ ხის ჯოხებით, თავიდან ორნი იყვნენ, მერე სამნი“, - უთხრა ლადო აფხაზავამ „საქართველოს ამბებს“.
პედაგოგი ამბობს, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მის მონაწილეობას და სიტყვით გამოსვლას უკავშირდება.
თავდამსხმელებიდან იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი პირი. ის ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მძღოლია.
ლადო აფხაზავა უკვე გამოკითხეს პოლიციის სამმართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს კითხვას, თავდასხმის ფაქტზე დაიწყო თუ არა გამოძიება.
მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომლის პირველი მფლობელიც არის ლადო აფხაზავა, პედაგოგზე თავდასხმა დაგმო.
„ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არამხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებზე, 3 მაისს, თბილისში განხორციელებულ თავდასხმაზეც. აქციის მონაწილე ახალგაზრდებს თავს 10-ზე მეტი პირი დაესხა. მათი ნაწილი მედიის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია. თავდამსხმელებს შორის არიან თბილისის მერიის მიერ ბიუჯეტიდან დაფინანსებული მწვრთნელებიც.
