„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევნების თარიღს დღეს განსაზღვრავს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებმაც 25 ნოემბერს ერთპარტიულად, კონსტიტუციის დარღვევით ცნეს საკუთარი უფლებამოსილება, დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღზე იმსჯელებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეს მიღებული იქნება დადგენილება ამ თარიღის დადგენის თაობაზე. პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველი ხალხის ნებაზე. ჩვენ ძალიან მწარედ ვიწვნიეთ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტები დამოკიდებულნი იყვნენ გარე ქვეყნების ფაქტორებზე და გარედან პატრონებით იყვნენ მართულები. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაშვებული“, - განაცხადა არალეგიტიმური პარლამენტის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას და ინაუგურაციას 2024 წლის ბოლომდე აპირებს. დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, „ახალ წელს საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამორიცხავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება.

„ლიდერებთან დიდი ბჭობისა და განხილვის საგანი იყო, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენი, ყველას აზრია - ბატონი ბიძინადან დაწყებული დამთავრებული ალბათ „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე, რომ პირველი ნიშა, რაც უნდა იყოს, უნდა იყოს ეროვნული, ქართველი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ გენეტიკას, ქართველი უნდა იყოს სულით და გულით. თუკი ზედმეტ პათეტიკაში და გადაჭარბებაში არ ჩამითვლით. სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით ქართველი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ამას არასდროს არ გადაუხვევს. ...

დიახ, შერჩეული გვყავს. შეგვიძლია თქვათ, რომ 99%-ით ჩამოყალიბებულები ვართ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატებად განიხილავს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიას.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, პირდაპირი წესით, საყოველთაო არჩევნებით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. მეექვსე პრეზიდენტს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. არჩევნები პარლამენტში გაიმართება. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).